
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლეო მესიმ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა Goal იუწყება.
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა განაცხადა, რომ მან ყველაფერს მიაღწია, რასაც სურდა, და ასაკის გათვალისწინებით კარიერას მალე დაასრულებს.
„ეს მალე მოხდება, ღმერთი მიმანიშნებს სწორ მომენტს, როდესაც უნდა წავიდე. ჩვენ ნაკრებში საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ახლა მსოფლიოს ჩემპიონები ვართ და ამერიკის თასიც მოვიგეთ. ახლა დრო მოვიდა, რომ ცხოვრებით დავტკბე“, – განაცხადა ლეო მესიმ.
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მესიმ 175 მატჩი ჩაატარა, მან 103 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2022 წელს არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა, რომლის ლიდერი მესი იყო, კატარში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მესი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
2023 წლის ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი ფრანგული PSG-დან აშშ-ის „ინტერ მაიამიში“ გადადის და საკლუბო კარიერას ამერიკულ კლუბში გააგრძელებს. მესი მაიამიში საცხოვრებლად უკვე გადავიდა.




