ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „ვილიარეალიდან“ მცველი პაუ ტორესი შეიძინა.
ესპანური კლუბი ეროვნული ნაკრების უკანახაზელის სანაცვლოდ 32,5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო დამატებით 5 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული.
26 წლის პაუ ტორესი „ვილიარეალის“ აღზრდილია და პირველი გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 173 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მან 2020-2021 წლების სეზონში ევროპა ლიგა მოიგო. მაშინ, გუნდს უნაი ემერი წვრთნიდა, რომელიც ამჟამად „ასტონ ვილას“ დამრიგებელი.





