„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „ჩელსიდან“ ნახევარმცველ ჯეისონ მაუნტის შეძენა დაადასტურა.
24 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა მანჩესტერელებთან კონტრაქტი 3+1 სისტემით გააფორმა.
მაუნტი „ჩელსის“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში 2018 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 195 მატჩში 33 გოლი გაიტანა, პლუს 37 საგოლე პასი გააკეთა.
ის ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 2019 წლიდან გამოდის და 36 შეხვედრაში მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო.
ცნობისთვის, მაუნტმა 2017 წელს საქართველოში გამართული ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.





