თბილისის “დინამომ” წარმოშობით ბრაზილიელი, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქე ვაგნერ გონსალვესი ერთი წლით სომხეთის “პიუნიკში” გაანათხოვრა. ამის შესახებ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური იუწყება.
გარდა ამისა, უკრაინელი ფორვარდი სტანისლავ ბილენკი, რომელიც იჯარით ნეთანიას “მაქაბიში” გამოდიოდა, ისრაელის კლუბმა გამოისყიდა.




