“თელავს” 5 ახალწვეული ჰყავს

0
74

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტსაიდერმა “თელავმა” 5 ხალი ფეხბურთელი დაიმატა. ამის შესახებ თელაველთაა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება:
“დღეს შევიკრიბეთ და ვარჯიშიც განვაახლეთ: ჯერჯერობით, გუნდში ხუთი ახალი ფეხბურთელი – მიხეილ ბაშელეიშვილი, გიორგი ქანთარია, თორნიკე მორჩილაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, ამარ ბეგიჩი გვყავს. თუმცა გეტყვით, რომ ახალწვეულები კიდევ დაგვემატებიან, კლუბის ხელმძღვანელები ტრანსფერებზე აქტიურად მუშაობენ და სიახლეებსაც ეტაპობრივად შეგატყობინებთ”.