ოგბაიძე „დენ ბოშში“ ითამაშებს

0
89

შალვა ოგბაიძე კარიერას ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის კლუბ „დენ ბოშში“ გააგრძელებს.
20 წლის ქართველი ნახევარმცველი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა. მან გასული სეზონი გერმანიის რეგიონალიგაში ბერლინის „ვიქტორიას“ შემადგენლობაში გაატარა, სადაც 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. ის „ვიქტორიაში“ 2021 წლიდან გამოდიოდა.
ოგბაიძე გერმანიაში 2017 წელს წავიდა და ჯერ „მაგდებურგის“, ხოლო შემდეგ ბერლინის „დინამოს“ აკადემიაში ვარჯიშობდა.
ლაშა თაბაგარი