კაშია: “კვიპროსთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ”

0
46

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის გურამ კაშიას თქმით, ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში დღეს ლარნაკაში კვიპროსთან გასამართი შეხვედრა აუცილებლად მოსაგებია.
“მმომავალი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ჯგუფში გავიმყაროთ მდგომარეობა, საიდანაც გვექნება მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსი. ახლა მხოლოდ კვიპროსთან თამაშზე ვფიქრობთ. მოსამზადებელი პერიოდი კარგად გამოვიყენეთ, ყველა ჯანმრთელადაა, ყველა მზად არის სათამაშოდ და ვფიქრობ საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს”- განაცხადა კაშიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდთან.
კვიპროსი-საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი