„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას თქმით, ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან უნდა და ამისთვის თავის გუნდთან ერთად პირველ ნაბიჯს ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ მიუნხენისს „ბაიერნთან“ გასამართ მატჩში გადადგამს.
„ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან მინდა. ეს უნდა დაიმსახურო და ხვალ ამისთვის პირველ ნაბიჯს გადავდგამთ. ამ კითხვას უკვე 6-7 წელია მისვამენ. ჩვენ ტურნირის მოგება ყოველ წელს გვინდოდა, მაგრამ გუნდები რომლებსაც ვუპირისპირდებოდით ასევე მაღალი დონის იყვნენ.
„მანჩესტერ სიტი“ ყოველთვის გამარჯვებას ცდილობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე მოხდება. მაიკლ ჯორდანმა ნბა-ში 6 ტიტული მოიგო და რამდენი სეზონი ითამაშა? 16 (15, რედ,).
გუნდი იდეალურ სათამაშო ფორმაში უნდა იყოს, რომ „ბაიერნთან“ კარგი შედეგი აჩვენოს“ – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა გერმანულ გრანდთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე.




