ბათუმელებმა თელაველები შესვენების შემდეგ გატეხეს

0
36

ბათუმის „დინამო“, რომელსაც გია გეგუჩაძე წვრთნის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში სტუმრად „თელავს“ შეხვდა და მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა.
შეხვედრის მე-10 წუთზე მოედნის ცენტრიდან იმედა აშორტიამ კარგი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილ ელდარ პარკინაშვილს, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და უკრაინელი მეკარე ანტონ ჩიჩკანის შეცდომის შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა – 1:0. ბათუმელებმა ანგარისი მე-16 წუთზე გაათანაბრეს, როცა სანდრო ალთუნაშვილის პასით თელაველთა საჯარიმოში მყოფმა გიორგი ზარიამ იხეირა და ზუსტად დაარტყა – 1:1.
52-ე წუთზე ვაჯა ფაცაციამ ხელი ჰკრა ჩიჩკანს, რომელიც ბურთს დაეუფლა და მთავარ მსაჯ ირაკლი კვირიკაშვილისგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამო, თამაშს ნაადრევად გამოეთიშა.
64-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან გრიგოლ ჩაბრაძის პასის შემდეგ, ბენჟამინ ტეიდმა მასპინძლები საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და თავისი გუნდი წინა გაიყვანა. მანამდე, ნიგერიელი ნახევარმცველი ანალოგიური პოზიციიდან მოწინააღმდეგის კარს 2-ჯერ დაემუქრა და მეკარე ლევან თანდილაშვილმა არ გაატანინა.
68-ე წუთზე ნიკა ნოზაძემ თავის საჯარიმოში ორთაბრძოლის დროს ტეიდი წააქცია და მსაჯის დანიშნული პენალტი გოლად ვლადომერ მამუჩაშვილმა აქცია. 82-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან მამუჩაშვილმა თელაველთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც  სენეგალელმა მუსა კონატემ მცველს დაასწრო და თავით ლამაზი გოლი შეგდო – 1:4.
ბათუმის „დინამომ“ 19 ქულა დააგროვა, ვიდრე დღეს თბილისის „დინამო“ გორში ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება, სატურნირო ცხრილში პირველა ადგილზე გადაინაცვლა.
სომეხი ვარდან მინასიანის დანიშვნის შემდეგ, „თელავმა“ მეორე თამაში ჩაატარა და ჯერ ქულა არ აუღია. თელაველები 5 ქულით მე-8 პოზიციაზე არიან.