საქართველოს ნაკრების წევრის სანდრო მამუკელაშვილის ტეხასის “სან ანტონიო” არიზონას შტატში “ფინიკს სანზს” ესტუმრა და 94:115 დამარცხდა.
სანდრომ პარკეტზე 28:30 წუთი გაატარა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მამუკელაშვილის გუნდმა სეზონში 59-ე მატჩი წააგო და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა.
გოგა ბითაძის “ორლანდომ” “კლივლენდს” უმასპინძლა და 113:117 დამარცხდა.
ქართველმა მეფარემ პარკეტზე 16 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, 6 მოხსნა, თითო შედეგიანი გადაცემა და დაფარება მოაგროვა. ბითაძემ 5 მოხსნა მეტოქის ფარზე განახორციელა.






