არაბულის მეოთხე გოლი „მწვანე კონტინენტზე“

0
51

გიორგი არაბულმა, რომელიც ავსტრალიის ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებს, „მწვანე კონტინეტზე“ უკვე თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.
მე-19 ტურში „მაკარტურმა“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი გამოდის „ბრისბენს“ უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯა.
არაბული სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-14 წუთზე „მაკარტურის“ კონტრშეტევის დროს ტურეს გაკეთებული პასი შეირგო – მეტოქის საჯარიმოში ბურთი მკერდზე მიიღო, რის მერე მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა. მან ამ სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 4 გოლი მიითვალა.
არაბული 61-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო „მაკარტური“ 24 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.