გიორგი მიქაუტაძე კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. რასაც საფრანგეთის ლიგა 2-ში მისი სტატისტიკა მოწმობს.
26-ე ტურში „მეცმა“ სტუმრად „ანესი“ 3:0 დაამარცხა, რაც მთლიანად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის დამსახურებაა.
მატჩის 27-ე წუთზე ტრაორეს გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა მიქაუტაძემ მცველს აჯობა და მარცხენა ფეხით ბურთი შორეულ კუთხეში გადაგზავნა.
50-ე წუთზე ქართველმა ლეგიოენრმა ბოლომდე იბრძოლა, ბურთი შეინარჩუნა და მას მერე რაც ორი მეტოქეს გაექცა ზუსტი გადაცემა მაზიზს გაუკეთა, რომელმაც ჰაერიდან ერთი შეხებით გაიტანა.
83-ე წუთზე მიქაუტაძემ მცირე შედევრი შექმნა, როდესაც მასპინძელ ფეხბურთელს ბურთი მოედნის ცენტრში აართვა, ფინტებით სამი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და შანსი არც მეკარეს დაუტოვა. მან მიმდინარე სეზონში დუბლი მეორედ შეასრულა, ხოლო ერთხელ ჰეთ-თრიქიც მიითვალა.
მიქაუტაძემ ლიგა 2-ში ჩატარებულ 25 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო და 6 საგოლე პასი გააკეთა,
„მეცი“ 44 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.




