„ლეხის“ ყველაზე უხვგოლიანი მატჩი – კვეკვესკირმა ითამაშა, წიტაიშვილი სკამზე

0
27

პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც ნუკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ, მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში ჯერჯერობით თავისი ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ჩაატარა.
23-ე ტურში პოზნანელებმა გდანსკის „ლეხიას“ უმასპინძლეს და 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა და 48-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო წიტაიშვილი სათადარიგოთა სკამზე დატოვეს. მასპინძლებმა შესვენებამდე მეტოქის კრი 2-ჯერ აიღეს, ხოლო შემდეგ კიდევ 3 ბურთი გაიტანეს.
მოქმედი ჩემპიონი „ლეხი“ 39 ქულით 18 გუნდში მე-3 ადგილზეა – ლიდერ „რაკუვს“ 52 ქულა აქვს, ხოლო მეორეადგილოსან „ლეგიას“ 43.
უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში „მეზიოკიოვეშდი“, სადაც ილია ბერიაშვილი გამოდის, სტუმრად გათამაშების ლიდერ „მეზიოკიოვეშდს“ დაუზავდა – 1:1. ქართველი მცველი, რომელიც უნგრულ გუნდს ზამთარში შეუერთდა, სასტარტოში პირველად ვერ მოხვდა. ის მოედანზე ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შევიდა. „მეზიოკიოვეშდი“ 28 ქულით 12 გუნდში მე-6 პოზიცაზეა.
სერბეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე „პარტიზანი“ მიიღო და 1:0 სძლია. მასპინძლების განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი არ იყო. მოქმედ ჩემპიონ „ცრვენა ზვეზდას“ 66 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფმ „პარტიზანს“ 16 ქულით ასწრებს.