ბრაზილიელმა მცველმა დანილომ ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან ახალი ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე დადო. 31 წლის ბრაზილიელი „იუვენტუსი“ 2019 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 142 მატჩში 8 გოლი გაიტანა, პლუს 10 შედეგიანი გადაცემა.





