ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის რონალდიონიოს შვილი „ბარსელონაში“ ჩაირიცხა.
17 წლის ჟოაო მენდეშმა კონტრაქტი „ბარსელონასთან“ ახალგაზრდულ გუნდთან გააფორმა. ცოტა ხნის წინ, მან „კრუზეიროსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.
მანამდე, ის „ფლამენგოს“, „ვასკო და გამას“, „ბოავიშტას“ და „კრუზეიროს“ ახალგაზდულ გუნდებში ირიცხებოდა.
რონალდინიო “ბარსელონაში” 2003-2008 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 207 მატჩში 94 გოლი გაიტანა.
ბრაზილიელმა ესპანეთის ლა ლიგა და თასი 2-ჯერ მოიგო, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.




