“მილუოკიმ” მამუკელაშვილი დაითხოვა

0
84

“მილუოკი ბაქზმა” სანდრო მამუკელაშვილი დაითხოვა. ეს ცნობა პირველმა ESPN-მა გაავრცელა და 23 წლის ქართველის გაშვების მიზეზიც დაასახელა –  სანდროს „ბაქზის“ რიგებში დიდი კონკურენციის გამო საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.
მამუკელაშვილი „მილუოკის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავდა და ამ პერიოდში NBA-ში 65 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ კი 3.2 ქულას, 2.1 მოხსნას და 0.6 პასს აგროვებდა.
მამუკელაშვილი „მილუოკისთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა და ახალ კლუბში გადასვლა შეუძლია.