CBS Sports: კვარაცხელიას „სიტი“, „ნიუკასლი“, პსჟ და „რეალი“ აკვირდებიან

0
18

CBS Sports-ის ჟურნალის ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ გარემარბს „მანჩესტერ სიტი“, „ნიუკასლი“, პსჟ და მადრიდის „რეალი“ აკვირდებიან.
„ნაპოლის“ ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის ორივე ლიდერის ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის და კვარაცხელიას გაშვება ერთდროულად არ სურს. თავად ქართველი ფეხბურთელიც ნეაპოლური კლუბიდან წასვლის ვარიანტს ჯერ არ განიხილავს.
მით უმეტეს, „ნაპოლი“ მზადაა და 22 წლის მოთამაშეს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუხანგრძლივოს და წელიწადში 1,2 მილიონი ევროს გადახდის ნაცვლად, ხელფასად 2,5 მილიონი ევრო დაუნიშნოს.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლიში“ ყველა ტურნირში ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი გამოიმუშავა.