ჩემპიონმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო

0
45

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული წლის გამარჯვებულმა თთილისის „დინამომ“ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
პირველ ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად გორის „დილას“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. განვლილ მატჩში “დინამოს” რიგებში გიორგი ხარაიშვილის და ფრანსის ნზაბას დებიუტი შედგა. კონგოელმა მცველმა მატჩი სასტარტოდან დაიწყო, ქართველი ნახევარმცველი კი თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო.
მატჩის 35-ე წუთზე გორელები მოედნის ცენტრში შეცდნენ და მაროკოელი იმრანის გადაცემის შემდეგ გვინეელი უსმანე კამარა მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ზუსტად დაარტყა – 0:1.
მე-40 წუთზე  ბარბადოსელი გეილი შეტევის მარცხენა ფლანგზე ნიკა მალის გაექცა და „დინამოს“ საჯარიმოში შესულმა ახლო კუთხეში გაუტანა ლუკა კუტალაძეს, რომელსაც კარი აშკარად „დაკარგული“ ჰქონდა.
53-ე წუთზე გორელთა საჯარიმოში მყოფმა კამარამ მასპინძლების მცველებთან ორთაბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა და გადაცემა გუნდის კაპიტან დავით სხირტლაძეს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით უკრაინელი მეკარე ევგენ კუჩერენკოსგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა.
54-ე წუთზე თბილისელთა მცველმა ჯიმი ტაბიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
მე-80 წუთზე „დინამოს“ კონტრშეტევის დროს  სერბი ლეგიონერი მარუჩიში გაცდა „დილას“ მცველ ზურაბ თევზაძეს, რომემაც მოწინააღმდეგ წააქვვია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მისცა.
საბოლოოდ, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „დინამომ“ სამი ქულა აიღო, ხოლო უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს დამოძღვრილი „დილა“ სეზონის სტარტზე დამარცხდა.
განვლილ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თავის ასისტენტ ზურაბ ხიზანიშვილთან ერთად დაესწრო.