თბილისის “საბურთალოს” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომავალ სეზონში გურამ გოშთელიანი უკაპიტნებს.
26 წლის თავდამსხმელი “საბურთალოს” აღზრდილია და პირველ გუნდში 2013-2014 წლების სეზონიდან გამოდიოდა. ის 2019 წელს გორის “დილაში” გადავიდა, ხოლო ერთი წლის მერე თბილისურ კლუბში დაბრუნდა.
გოშთელიანი 2020-2022 წლებში ბულგარეთის “პირინში” გამოდიოდა და შემდეგ ისევ “თელავს” მიაშურა. მან გასული სეზონის მეორე ნახევარი “საბურთალოში” გაატარა და 15 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.




