„ვალენსიას“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, რუბენ ბარახა გაწვრთნის. ესპანური კლუბის პრესსამსახურმა 47 წლის სპეციალისტის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა, მაგრამ კონტრაქტის დეტალები არ დაუზუსტებია.
ბარახა „ვალენსიაში“ 2000-2010 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 364 მატჩში 57 გოლი გაიტანა.
მან „ვალენსიასთან“ ერთად ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ ესპანეთის თასი, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა, ბარახამ „ვალენსიასთან“ ერთად ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, მაგრამ ჯერ „ბაიერნთან“ დამარცხდა, ხოლო შემდეგ – „რეალთან“.
„ვალენსიაში“ დაბრუნებამდე ბარახა „ელჩეს“, „რაიო ვალეკანოს“, ხიხონის „სპორტინგს“, „ტენერიფეს“ და „სარაგოსას“ ავარჯიშებდა.
ლა ლიგაში ჩატარებული 21 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 20 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა.



