„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ლიგა 2-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარდა და საუკეთესო თერთმეტეულში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდიც დაასახელეს.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 18 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ის ტურნირის საუკეთესო ბო,ბარდირთა დავაში მხოლოდ „ბორდოს“ თავდამსხმელ ჯოშ მაჯას ჩამორჩება.




