„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდი დაიმატა

0
33

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავდამსხმელი ვაუტ ვეგჰორსტი „ბარნლიდან“ იჯარით დაიმატა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე გააფორმა.
ვეგჰორსტმა, რომელიც „ბარნლიდან“ „ბეშიქთაშში“ განათხოვრებული იყო, მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ის ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში 2018 წლიდან გამოდის და 19 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო. მან კატარში ჩატარებულ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში არგენტინასთან 1/4-ფინალში დუბლი შეასრულა.