ქუთაისის „ტორპედომ“ ნახევარმცველი დავით სამურკასოვი და მეკარე ოთო გოშაძე დაიმატა. ამ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ადასსტურებს.
24 წლის სამურკასოვმა მიმდინარე სეზონი საბერძნეთის რანგით მეორე ლიგის „ეპისკოპში“ დაიწყო, სადაც 7 თამაშსი ჩაატარა. ის თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში 9 სეზონი გაატარა,
26 წლის გოშაძემ გასული სეზონის პირველი ნაწილი თბილისის „საბურთალოში“ ითამაშა, ხოლო შემდეგ „ლოკომოტივს“ მიაშურა. ის საბურთალოელთა აღზრდილია და ასევე, თბილისის „დინამოში“, ბათუმის „დინამოში“, ბოლნისის „სიონში“ და „თელავში“ გამოდიოდა.
„ტორპედოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდი ფორვარდ ლევან მჭედლიძესთან ერთად, ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ და ბოსნიელმა მეკარე დინამო ჰამზიჩმა დატოვეს.
ლაშა თაბაგარი




