„მილანი“ თასიდან კაცნაკლულ „ტორინოსთან“ გავარდა

0
23

„მილანი“ იტალიის თასის 1/8-ფინალში „ტორინოსთან“ დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
„როსონერი“ ტურინელებს ჯუზეპე მეაცას სახელობის „სან სიროს“ სტადიონზე დაუპირისპირდა და მატჩში ერთადერთი გოლი 114-ე წუთზე ადოპომ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 69-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო სტუმრებს ჯიჯი გაუძევეს.
ცნობისთვის „მილანი“ იტალიის თასის 1/8-ფინალიდან 2008 წლის შემდეგ პირველად გავარდა. მაშინ, მილანელები კარლო ანჩელოტის თავკაცობით შინ რომის „ლაციოსთან“ 1:2 დამარცხდნენ.