„მანჩესტერ სიტი“ ყველასთვის მოულოდნელად ინგლისის ლიგის თასის 1/4-ფინალში „საუთჰემპტონთან“ დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მასპინძლები 23-ე წუთზე მარამ დააწინაურა, ხოლო 5 წუთში მეტოქის კარი ჯენეპომ აიღო. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „საუთჰემპტონი“ 1/2-ფინალში „ნიუკასლს“ შეხვდება.
„მანჩესტერელთა“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შიდა თასების 1/4-ფინალიდან პირველად გავარდა ზედიზედ 15 გამარჯვების შემდეგ. მანამდე, ესპანელი სპეციალისტი „ბარსელონას“ და „ბაიერნს“ წვრთნიდა. მან „საუთჰემპტონთან“ მარცხის მერე განაცხადა, რომ „სიტის“ გამარჯვება არ დაუმსახურებია და მეტოქემ უკეთესად ითამაშა.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ნოტინგემ ფორესტი“ დაუპირისპირდებიან. ცნობისთვის, „ნოტინგემი“ შიდა თასის 1/2-ფინალში 1992 წლიდან პირველად გავიდა.





