ბათუმის “დინამო” და ჯიღაური დაშორდნენ

0
31

ჯაბა ჯიღაური მომავალი სეზონიდან ბათუმის “დინამოში” აღარ ითამაშებს. ამის შესახებ კლუბის პრესსამასახური იუწყება.
30 წლის შემტევი ნახევარმცველი “დინამოში” 2019 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 111 მატჩში 37 გოლი გაიტანა. მან ბათუმელებთან ერთად 2021 წელს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოიგო, ხოლო 2022 წელს – სუპერთასი.
ჯიღაური ბათუმის “დინამოს” გარდა, კარიერის განმავლობაში თბილისის “დინამოში”, საჩხერის “ჩიხურაში”, მაკედონიის სკოპიეს “ვარდარში”, ყაზახეთის “ორდაბასიში” და საფრანგეთის “გრენობლში” გამოდიოდა.