სტივენ ჯერარდმა შესაძლოა პოლონეთის ნაკრები ჩაიბაროს

0
54

ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა შესაძლოა პოლონეთის ეროვნული გუნდი გაწვრთნას.
ინგლისური გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, პოლონეთის საფეხბურთო კავშირი 42 წლის ჯერარდს ელაპარაკება, რომელიც „გლაზგო რეინჯერსსა“ და ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ავარჯიშებდა.
პოლონელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა მას მერე დაიწყეს, რაც მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან ჩესლავ მიხნევიჩი დაითხოვეს. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით პოლონელები მუნდიალის 1/8-ფინალში გავიდნენ, მაგრამ კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს.