„ატლეტიკომ“ ჟოაო ფელიქსი „ჩელსიში“ გაანათხოვრა

0
53

მადრიდის „ატლეტიკომ“ შემტევი ნახევარმცველი ჟოაო ფელიქსი ლონდონის „ჩელსიში“ გაანათხოვრა. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და „ატლეტიკო“ 11 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე, „ჩელსი“ იჯარის განმავლობაში ფელიქსისთვის ხელფასის გადახდას საკუთარ თავზე იღებს და 6 მილიონ ევროს გაიღებს.
„ატლეტიკოდან“ წასვლამდე 23 წლის შუახაზელი მადრიდელებთან კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს.
მან მიმდინარე სეზონში ესპანელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. კატარში გამართულ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში ფელიქსმა 3 შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელ აიღო და 2 საგოლე პასი მიითვალა.