ერიკ ტენ ჰაგის განცხადებით კრიშტიანუ რონალდუს არ სურდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მომავლის პროექტის ნაწილი ყოფილიყო.
„რას ვგრძნობ მას მერე, რაც რონალდუსთან დაკავშირებული სიტუაცია გაირკვა? ეს უკვე წარსულია. ჩვენ წინ ვიყურებით და მოძრაობას განვაგრძობთ. მისი ინტერვიუს შემდეგ ურთიერთობა არ გვქონია.
ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ახალი მომავალის შექმნა გვსურდა, მაგრამ მას არ სურდა ამის ნაწილი ყოფილიყო. ამაზე ენერგიის დახარჯვა არ მინდა. სეზონის წარმატებით დასრულება გვსურს და კონცენტრირებულნი თამაშზე ვართ“ – ციტირებს ტენ ჰაგს Manchester Evening News.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი პირს მორგანთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ გაწყვიტა, რომელშიც ტენ ჰაგი და კლუბის ხელმძღვანელები გააკრიტიკა. ამჟამად, 37 წლის რონალდუ უგუნდოდაა.





