„ლიონის“ ხელმძღანელებმა გერმანელი ცენტრალური მცველის ჟერომ ბოატენგის გაშვება გადაწყვიტა, იუწყება Fichajes.net.
34 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ფრანგული კლუბი მზადაამას უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაემშვიდობოს. ეს გასაკვირი არაა, რადგან გერმანიის ნაკრების ექსმცველმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა.
მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მცველი „ლიონში“ 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ყველა ტურნირში 34 მატჩი ჩაატარა.




