ლუის სუარესი კარიერას ბრაზილიის „გრემიოში“ გააგრძელებს. გამოცემა Tyc Sports-ის ჟურნალისტი სესარ ლუსი მერლო იუწყება, რომ ბრაზილიური კლუბი ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს შეუთანხმდა.
სუარესი „გრემიოსთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ბოლოს სუარესი ურუგვაის „ნასიონალში“ გამოდიოდა, სადაც ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.





