ბათუმის “დინამო” მილან რადინს დაემშვიდობა

0
50

სერბი ნახევარმცველი მილან რადინი მომავალ სეზონში ბათუმის “დინამოში” აღარ ითამაშებს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“მილან რადინი მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს. 31 წლის სერბმა ნახევარმცველმა დინამო ბათუმის მაისურით 31 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 7 გოლი ჩაატარა. მადლობას ვუხდით მილანს და მომავალ საფეხბურთო კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ”.
რადინი ბათუმის “დინამოში” გადასვლამდე ერთი სეზონი თბილისის “დინამოში” გამოდიოდა