ლუკა სანიკიძე ლატვიის ჩემპიონატში ითამაშებს

0
75

ლუკა სანიკიძე კარიერას ლატვიის ჩემპიონატში გააგრძელებს. 24 წლის მეკარე ლატვიის “ლიეპაიაში” ითამაშებს, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის. სანიკიძე თბილისის “საბურთალოს” აღზრდილია, სადაც 2014-2016 წლებში გამოდიოდა. ის “თელავის” ღირსებას 2018-2022 წლებში იცავდა. მან გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა. სანიკიძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 2-ჯერ ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ სანიკიძესთან ერთად “თელავი” გუნდის კაპიტანმა მცველმა ილია ბერიაშვილმაც დატოვა, რომელიც უნგრეთის “მეზიოკიოვეშდში” გადავიდა.
ლიეპაიამ გასულ სეზონში ლატვიის პირველობაზე მე-4 ადგილი დაიკავა.