ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ლუის ენრიკეს ნაცვლად ლუის დე ლა ფუენტე დანიშნეს. ეს ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
61 წლის დე ლა ფუენტე მანამდე ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებს ავარჯიშებდა, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლი მედლები მოაპოვებინა.
მისი ოფიციალური დებიუტი მომავალი წლის 25 მარტს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 25 მარტს ნორვეგიასთან საშინაო შეხვედრაში შედგება.
ესპანეთის ნაკრები A ჯგუფში საქართველოს, ნორვეგიას, შოტლანდიას და კვიპროსს დაუპირისპირდება.





