უჩა სოსიაშვილი ბოლნისის “სიონიდან” გაუშვეს

0
46

უჩა სოსიაშვილი ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელი აღარაა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“უჩა სოსიაშვილმა ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე “სიონის” მთავარ მწვრთნელის პოსტი დატოვა. მასთან ერთად გუნდს დაემშვიდობა მწვრთნელის თანაშემწე, თამაზ სამხარაძე.
საფეხბურთო კლუბი “სიონი” მადლობას უხდის სოსიაშვილს და სამხარაძეს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს” – იუწყება “სიონის” ოფიციალური ვებგვერდი.
33 წლის სოსიაშვილი “სიონს” 2022 წლის მარტიდან ავარჯიშებდა.