სენსაცია საქართველოს თასზე – „ლოკომოტივი 2“ ფინალში გავიდა

0
53

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ისტორიაში პირველად ფინალში რანგით მეოთხე ლიგის გუნდი „ლოკომოტივი 2“ გავიდა, რომელსაც ლაშა ჭაღიაშვილი წვრთნის.
თბილისელებმა სენსაცია გამოაცხვეს და 1/2-ფინალში თასის შარშანდელი მფლობელი თანაქალაქელი „საბურთალო“ პენალტების სერიაში დაამარცხეს.
საგურამოში გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ „საბურთალო“ 53-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, რადგან ბოლო იმედის ჯარიმისთვის ცენტრალური მცველი გიორგი ჯგერენაია გააძევეს.
„ლოკომოტივი 2“-მა თერმეტმტერიანების სერია უკეთესად შეასრულეს და 7:6 გაიმარჯვეს. ფინალამდე ჭაღიაშვილის გუნდმა “საბურთალოს” გარდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კიდევ ორი წარმომადგენელი წყალტუბოს “სამგურალი” და “თელავი” დაამარცხა.
თასის ფინალი 7 დეკემბერს ბათუმში “აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება და “ლოკომოტივი 2” ქუთაისსის “ტორპედოს” შეხვდება.