პოლ პოგბა საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. ეს ინფორმაცია მისმა აგენტმა რაფაელა პიმენტამ დაადასტურა:
„ორდღიანი სამედიცინო შემოწმების სემდეგ ძალიან მტკივნეულია განვაცხადო, რომ პოლ პოგმას მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია ჯერ კიდევ სჭირდება. ამის გამო პოლი საფრანგეთის ნაკრებს კატარში ვერ შეუერთდება“.
ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველს მენისკზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, მიმდინარე სეზონში არ უთამაშია. მან ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა და ამჯერად, ბარძაყის კუნთი დაიზიანა.





