NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ბრუკლინმა”“ინდიანა” მძიმე ბრძოლაში 116:109 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. გოგა ბითაძემ “პეისერზის” რიგებში 8 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა ამ მცირე სათამაშო დროში 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა შეასრულა. ეს 8 წუთიანი საასპარეზო მონაკვეთი სტუმრებმა 10 ქულიანი სხვაობით მოიგეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომელმაც 36 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კეიდიმ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დაგროვილ ქულათა რაოდენობით (25 754) ვინს კარტერს (25 728) გადაასწრო და ლიგის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის მეცხრამეტე ადგილზე გადაინაცვლა.






