„ვალენსიამ“ და მამარდაშვილმა სტუმრად პირველად მოიგეს

0
46

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველი მატჩი მოიგო. ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი „კერკეტ კაკალ“ „ოსასუნას“ შეხვდა და შინ სამი ქულა დამსახურებულად წამოიღო. საქართველოს ნაკრების გოლკიპერს ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია და ერთადერთ გაშვებულ გოლშიც ბრალი არ მიუძღვის.
„ვალენსიამ“ ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა, როდესაც კონტრშეტევის დროს ედისონ კავანიმ მეკარესთან პირისპირ პატრიკ კლიუვერტი დატოვა და ნიდერლანდელმაც შანსი კარგად გამოიყენა – 0:1.
54-ე წუთზე ვალენსიელებმა კუთხური ჩააწოდეს და მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით დიახაბიმ ისარგებლა, რომელმაც სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა – 0:2.
57-ე წუთზე „ოსასუნას“ ანგარიშის შემცირება შეეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანიდან შეცვლაზე შესული ჩიმი ავილას დარტყმული ბურთი კარს გადაცდა. 70-ე წუთზე კავანის „ვალენსიას“ მასიურით პირველი გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი ხარიხას მოხვდა.
მატჩი დაძაბული და უხეში აღმოჩნდა, რის გამო, მსაჯმა სამი ფეხბურთელი გააძევა. 69-ე წუთზე წითელი ბარათი ბოლო იმედის ჯარიმისთვის უნაი გარსიამ მიიღო, ხოლო 89-ე წუთზე დიაჰაბიმ მოედანი მეორე ყვითელი ბარათის გამო დატოვა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე მსაჯმა რუბენ პენა გააძევა.
„ვალენსია“ 13 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.