თემურ ქეცბაიას დებიუტი კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში წარმატებული აღმოჩნდა. ერთა ლიგის C ლიგის მე-2 ჯგუფში კვიპროსელებმა, ლიდერი საბერძნეთი მიიღეს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი მე-18 წუთზე ციონისმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ერთა ლიგაში კვიპროსელებმა პირველი შეხვედრა მოიგეს, ხოლო მანამდე ორი ფრე ჰქონდათ. კვიპროსს 5 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
საბერძნეთმა კვიპროსში სტუმრობამდე ყველა თამაში მოიგო და პირველად სწორედ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდთან დამარცხდა. ელადელები 12 ქულით პირველ პოზიციაზე არიან.
საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცი ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს სათავეში მიმდინარე წლის ივნისის მიწურულს ჩაუდგა.





