საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო-2023 შესარჩევი ციკლის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-9 ჯგუფში მეორე შეხვედრაც წააგეს და ელიტ რაუნდში გასვლის შანსი დაკარგეს.
დანიაში მიმდინარე ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი პირველ ტურში მასპინძლებთან 1:3 დამარცხდა, ხოლო მეორე შეხვედრაში ინგლისელი თანატოლებისგან მძიმე მარცხი იგემა – 0:6. ჯგუფიდან ელიტ რაუნდში 2 ნაკრები გადის და ფირცხალაიშვილის შეგირდები, რომელთაც ქულა არ აქვთ, ჯგუფში დარჩნენ. 19-წლამდელები ბოლო თამაშს 27 სექტემბერს ჩერნოგორიასთან ჩაატარებენ.
მატჩის ოქმი – ინგლისი 6:0 საქართველო




