19-წლამდელები დანიასთან დამარცხდნენ

0
64

2023 წლის, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ჯგუფის მანსპინძელ დანიასთან დამარაცხდა – 3:1.
ჩვენი ასაკობრივიდან, გოლის გატანა 87-ე წუთზე დავით გოცირიძემ შეძლო, რომელმაც თენგიზ ალიბეგაშვილის დაწყებული შეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა და სხვაობის შემცირება შეძლო.
 დანია 3:1 საქართველო
შემდეგ მატჩს, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი 24 სექტემბერს, ინგლისის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
U19 | მატჩების განრიგი
24 სექტემბერი – ინგლისი V საქართველო
27 სექტემბერი – მონტენეგრო V საქართველო