ლორია და ებრალიძე ქულას დასჯერდნენ

0
30

„ანორთოსისმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია და შემტევი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე გამოდიან, კვიპროსის მე-4 ტურში შინ მხოლოდ ქულა აიღო.
ფამაგუსტელები „აკრიტასს“ დაუპირისპირდნენ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 48-ე წუთზე ანგარიში სტუმრებიდან რამირესმა გახსნა, რომელმაც სამ წუთში ავტოგოლი მიითვალა და საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა.
ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ებრალიძე მწვრთნელმა პირველი ტაიმის მერე შეცვალა.
„ანორთოსისი“ 7 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
„დოქსამ“ სტუმრად აელ-ი 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა განაცხადში რევაზ ინჯგია არ იყო, რომელიც „აპოლონმა“ იჯარით პერისტერონას კლუბში გაუშვა.