„ბოლონიას“ ტიაგუ მოტა გაწვრთნის

0
30

„ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ტიაგო მოტა დანიშნეს. 40 წლის წარმოშობით ბრაზილიელმა, მაგრამ იტალიის მოქალაქე სპეციალისტმა კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მანამდე, ის „სპეციას“ და „ჯენოას“ წვრთნიდა.
ტიაგო მოტამმ სერბი სინიშა მიხაილოვიჩი შეცვალა, რომელიც გუნდს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა და 6 სექტემბერს დაითხოვეს. შეგახსენებთ, რომ მას მძიმე დაავადება ლეიკემია აქვს.
„ბოლონიამ“ მიმდინარე სეზონში სერია A-ში პირველი თამაში გუშინ მოიგო – „ფიორენტინასთან“ (2:1). ბოლონიელებს 6 ტურში 6 ქულა აქვთ და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.