“თელავმა” ახალწვეულები წარადგინა

0
38

საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 2022 წლის განახლებული სეზონისთვის 5 ახალი ფეხბურთელი დაიცავს. გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს გია ცეცაძეს სამწვრთნელო შტაბში თემურ ლორთქიფანიძე (ასისტენტი), ანდრო გიორგობიანი (ანალიტიკოსი) და სანდრო თოდრაძე (ფიზმომზადების მწვრთნელი) დაეხმარებიან, მეკარეებს კი კვლავაც გამოცდილი თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის.
4 ილია ბერიაშვილი – დაიბადა: 1998 წლის 9 ივლისს; სიმაღლე: 190 სმ; წონა: 81 კგ; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “როტორი” (ვოლგოგრადი, რუსეთი).
7 ვიტინიო – დაიბადა: 1997 წლის 8 სექტემბერს; სიმაღლე: 174 სმ; წონა: 70 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “ალაშკერტი” (ერევანი, სომხეთი).
9 ლევან გრძელიძე – დაიბადა: 2000 წლის 18 აგვისტოს; სიმაღლე: 183 სმ; წონა: 71 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “სამტრედია” (სამტრედია).
30 გურამ ყაველაშვილი – დაიბადა: 2001 წლის 18 აგვისტოს; სიმაღლე: 192 სმ; წონა: 85 კგ; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “რუსთავი” (რუსთავი).
35 რაფაელ ჩუკურა – დაიბადა: 1992 წლის 17 მაისს; სიმაღლე: 182 სმ; წონა: 77 კგ; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “სიონი” (ბოლნისი).