ლოჩოშვილი სერია A-ს „კრემონეზეში“ ითამაშებს

0
37

ლუკა ლოჩოშვილი კარიერას იტალიის სერია A-ს კლუბ „კრემონეზეში“ გააგრძელებს.
ეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის ამჟამინდელი კლუბის ავსტრიის „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტმა დიტმარ რაიგლერმა დაადასტურა:
„მისი შეძენა ორ იტალიურ კლუბს ძალინა სურდა – „კრემონეზეს“ და „ვერონას“. მათი ფინანსური პირობები დაახლოებით ერთნაირი იყო. ჩვენ არჩევანის საშუალება ფეხბურთელს მივეცით, რომელმაც „კრემონეზე“ არჩია“.
„ვოლსფბერგერი“ 24 წლის ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს მიიღებს. შონ ვაისმანის 6 მილიონ ევროდ გაყიდვის შემდეგ, ლოჩოშვილი ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულთა შორის მეორეა.
„ვფიქრობ, წლის განმავლობაში ლუკას სატრანსფერო ღირებულების გასაზრდელად კარგად ვიმუშავეთ. „ვოლფსბერგერის“ ისტორიაში ეს სიდიდით მეორე ტრანსფერია. ლუკას წარმატება მიხარია“ – განაცხადა „ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა.
გასულ სეზონში კრემონეზემ სერია B-ში მე-2 ადგილი დაიკავა და სერია A აღზევდა. გუნდს არსებობის ისტორიაში სულ 7 სეზონი აქვს გატარებული სერია A-ში, აქედან 5-ჯერ გავარდა.