„ბაიერნმა“ „აინტრახტი“ გაანადგურა – მანე ბოლო ათწლეულში პირველია

0
45

მიუნხენის „ბაიერნის“ სტარტი ახალ სეზონში შთამბეჭდავი აღმოჩნდა. იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა.
მე-5 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში კიმიხმა გახსნა, ხოლო ხუთ წუთში პავარმა „ბაიერნის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 29-ე წუთზე თავი სადიო მანემ გამოიჩინა, 35-ეზე კი – მუსიალამ. ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გნაბრის ჯერი დადგა.
64-ე წუთზე კოლო მუანიმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 83-ეზე მუსიალამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სენეგალელი შემტევი ნახევარმცველი მანე ბოლო 10 წლის განმავლობაში „ბაიერნის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საწყის ორ შეხვედრაში გაიტანა. მანამდე, მან თავი სუპერთასზე „ლაიფციგთან“ გამოიჩინა. 2012 წელს ხორვატმა მარიო მანჯუკიჩმა მეტოქეთა კარი „ბაიერნის“ მაისურით ჩატარებულ საწყის 4 შეხვედრაში აიღო.
2020-2021 წლების სეზონიდან მოყოლებული თომას მიულერმა ბუნდესლიგაში 40 საგოლე პასი გააკეთა, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო შედეგია. მბაპესა და კოსტიჩს 24-24 საგოლე პასი აქვთ, ხოლო ჰარი კეინს – 23.