„კრაკოვია“, სადაც ოთარ კაკაბაძე გამოდის ახალ სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველად დამარცხდა. მე-4 ტურში კრაკოველები სტუმრად მიელეცის „სტალს“ შეხვდნენ და 0:2 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 70-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
მასპინძლები 43-ე წუთზე პესტკას ავტოგოლის შემდეგ დაწინაურდნენ, ხოლო 59-ე წუთზე დომანასკიმ პენალტი ზუსტად შეასრულა. მანამდე, ორი ყვითელი ბარათის გამო სტუმრებიდან იაბლონსკი გააძევეს.
„კრაკოვია“ 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, ხოლო კაკაბაძემ ამ სეზონში ყველა თამაში სასტარტოში ჩაატარა და ერთხელ შეცვალეს.





