ვატო არველაძე კარიერას აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. azerisport.com-ის ინფორმაციით, ქართველი შემტევი ნახევარმცველი ბაქოს „ნეფთჩიში“ ითამაშებს, რომელსაც მიმდინარე სეზონის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა კვერკველია შეუერთდა.
არველაძე „ნეფთჩის“ კონტრაქტის პირობებზე უკვე შეუერთდა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდეგ მხარეების თანხმობის შემდეგ თანამშრომლობა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.
24 წლის არველაძე ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თურქეთის „ქარაგიუმრუქში“ გამოდიოდა, სადაც 22-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია. მანამდე, ის კარიერის განმავლობაში თბილისის „ლოკომოტივში“ და პოლონეთის კიელცეს „კორონაში“ ასპარეზობდა.





