კვერკველიამ „რაპიდთან“ მოიგო, კვეკვესკირი და წიტაიშვილი დამარცხდნენ

0
51

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაქოს „ნეფთჩიმ“, სადაც საბა კვერკველია გამოდის, ვენის „რაპიდი“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლები 44-ე წუთზე ჯაბერმა დააწინაურა, ხოლო მე-60 წუთზე სტუმართა კარი საიეფმა აიღო. ავსტრიელებიდან ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ბურგშტალერმა გაიტანა.
პოზნანის „ლეხი“, რომელშის საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ გასვლაზე ისლანდიის „ვიკინგურთან“ 0:1 დამარცხდა.
ქართველმა ლეგიონერებმა პოლონური გუნდის შემადგენლობაში 61-ე წუთიდან ითამაშეს. „ვიკინგურიდან“ გამარჯვების გოლი 45-ე წუთზე სიგურპალსონმა მიითვალა.
ჩამოთვლილ წყვილებში საპასუხო მატჩები 11 აგვისტოს ჩატარდება.